თერმული ღებვა წარმოადგენს ლითონის ზედაპირის დამუშავების თანამედროვე მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს გამძლე, ერთგვაროვან და ვიზუალურად სრულყოფილ საფარს. სპეციალური ფხვნილის ტიპის საღებავი თავსდება მეტალის ზედაპირზე და მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შედეგად ქმნის მტკიცე და მდგრად დამცავ ფენას.
ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს პროდუქტის დაცვას კოროზიისგან, მექანიკური დაზიანებებისგან და გარემოს ზემოქმედებისგან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობას.